გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ამხანაგური მატჩი გამართა “ლილის” წინააღმდეგ და ანგარიშით 1-4 დამარცხდა. “პარტენოპეი” არცთუ ისე კარგ ფორმაშია. ამაზე ბოლო ორი შეხვედრის სცენარი და იტალიური მედიის შეფასებაც მეტყველებს.
tuttonapoli.net-მა იტალიური გუნდის ფეხბურთელების თამაში ქულებით შეაფასა. ხვიჩა კვარაცხელიამ 5.5 მიიღო. "ძალიან შორს არის თავის დონესთან, თუმცა მოედანზე ყველაზე ცუდი ნამდვილად არ იყო. მას ფეხებში სისწრაფე აკლია ბოლო წუთებისკენ და მან თითქმის ყველა ერთი-ერთზე დუელი წააგო. როცა, როგორც იქნა, ახერხებდა სივრცის პოვნას, ლილი მაინც ახერხებდა თავის დაცვას".
tuttonapoli.net-მა საუკეთესო შეფასება - 6.5 ქულა ოსიმენს დაუწერა, პოლიტანომ 6 მიიღო, გუნდის დიდმა ნაწილმა, ხვიჩასთან ერთად, 5.5 ბალი დაიმსახურა, ზოგმა კი - 5.