რომელ საათზე ითამაშებენ ნაპოლი და ვილიარეალი? | დეტალები » სპორტის ხაზი

რომელ საათზე ითამაშებენ ნაპოლი და ვილიარეალი? | დეტალები

რომელ საათზე ითამაშებენ ნაპოლი და ვილიარეალი? | დეტალები
17-12-2022, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლიმ თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. იტალიელები პირველ ჯერზე ანტალიასპორს ეთამაშნენ და გამარჯვებაც მოახერხეს - 2:3. მეორე შემთხვევაში, ნაპოლი კრისტალ პალასს დაუპირისპირდა და გამარჯვება ამჯერადაც მოახერხა - 1:3.

ამ ყველაფრის შემდეგ, ნაპოლი იტალიაში დაბრუნდა და ამ ეტაპზე, ამხანაგურ შეხვედრებს სტადიო მარადონაზე გამართავს. შესაბამისად, ვილიარეალი, დღეს იტალიაში ითამაშებს და არა თურქეთში, ხვიჩა კვარაცხელია კი, საშინაო მოედანზე პაუზის შემდეგ, პირველად დაბრუნდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღევანდელი შეხვედრა ნაპოლისა და ვილიარეალს შორის 23:30-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი