მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. იქ მათი მეტოქე არგენტინა იქნება.
ფრანგული პრესის ცნობით, შეხვედრის შემდგომ მაროკოელი გულშემატკივრები პარიზის, ნიცის, ლიონისა და მონპელიეს ქუჩებში გავიდნენ და აგრესიულად მოქმედებდნენ.
არეულობას ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია და 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მაროკოელებმა ერთ-ერთი ავტომობილი ალყაში მოაქციეს და მასზე დამაგრებული საფრანგეთის დროშის მოპარვა სცადეს. ამ დროსაც ავტომობილის მფლობელმა მანქანა სწრაფად წაიყვანა და მოზარდს დაეჯახა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.