დავითაშვილის, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულეა გაიზარდა » სპორტის ხაზი

დავითაშვილის, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულეა გაიზარდა

დავითაშვილის, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულეა გაიზარდა
7-06-2025, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

გერმანულმა სტატისტიკურმა პორტალმა Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის შემდეგ ფასის ზრდა სხვა ქართველი მოთამაშეების შემთხვევაშიც შეინიშნება, რაც მათი წარმატებული სეზონებითაა განპირობებული.

ზურიკო დავითაშვილის ღირებულებამ 8 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე მოიმატა. „სენტ-ეტიენში“ სადებიუტო სეზონში დავითაშვილმა 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ლიგა 1-ის დებიუტანტისთვის მნიშვნელოვანი შედეგია.

ავსტრიის ჩემპიონატის წარმატებულმა ქართველმა ლეგიონერმა, ოთარ კიტეიშვილმა სატრანსფერო ფასს 1 მილიონი ევრო დაამატა. ამჟამად მისი ღირებულება 6 მილიონ ევროდ განისაზღვრა. კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონ "შტურმის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და უკვე ორჯერ დასახელდა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

„უოტფორდში“ მოასპარეზე გიორგი ჩაკვეტაძის ფასმაც პროგრესი განიცადა – მისი ღირებულება 4 მილიონიდან 4.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 16 წლის საბა ხარებაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა და ამავე დროს ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. მისი ფასი 800 ათასიდან 1.2 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც მის სწრაფ პროგრესსა და პოტენციალზე მიუთითებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი