"არც მესის გავს და არც მარადონას, უფრო.." - არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"არც მესის გავს და არც მარადონას, უფრო.." - არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"არც მესის გავს და არც მარადონას, უფრო.." - არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გუშინ, 20:06
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ, ვეტერანი რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრო ლეონიდ სლუცკისთან ერთად. შეხვედრაში, რომელიც გერმანიის დედაქალაქში გაიმართა, პსჟ-მ „ინტერი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ფინალის შემდეგ მედიასთან საუბრისას არშავინი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარითაც გამოირჩა. მისი თქმით, ქართველი გარემარბი გამორჩეული ტექნიკით, ინტელექტითა და სისწრაფით გამოირჩევა, თუმცა საკულტო ფიგურასთან – დიეგო მარადონასთან – შედარება, არშავინის აზრით, გადაჭარბებულია.

მართალია, კვარაცხელია მარადონა არ არის, მაგრამ უდავოდ მაღალი კლასის მოთამაშეა. მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა და რაც მთავარია – საფეხბურთო ინტელექტი. არ ვიცი, როგორი ხასიათი აქვს პირადად, მაგრამ რაც მოედანზე ვნახე, საკმარისია იმისთვის, რომ კარიერა კიდევ უფრო წარმატებულად განავითაროს“, – აღნიშნა არშავინმა.

რუსმა ვეტერანმა ასევე გააკეთა შედარება ხვიჩასა და სხვა ცნობილ ფეხბურთელებს შორის: „არ ვთვლი, რომ ის მესის ან რონალდოს ჰგავს. პირიქით, თამაშის სტილით ყველაზე მეტად ალექსანდრ გლებს მახსენებს. ხვიჩა არის კლასიკური ქართველი ფეხბურთელი – რბილი ბურთის ტარებითა და ტექნიკით გამორჩეული. სწორედ ასეთი მოთამაშეები ახლა უფრო აქტუალურები და მოთხოვნადები არიან თანამედროვე ფეხბურთში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი