შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ - დონარუმას პარიზიდან უშვებენ? » სპორტის ხაზი

შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ - დონარუმას პარიზიდან უშვებენ?

შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ - დონარუმას პარიზიდან უშვებენ?
გუშინ, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ჯანლუიჯი დონარუმასა და პარი სენ-ჟერმენს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ მიღწეულა, რაც 25 წლის იტალიელი მეკარის მომავალს პარიზულ კლუბში ბუნდოვან სახეს სძენს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-მ დონარუმას თავის პოზიცია უკვე გაუმხილა — თუ მეკარე ახალ კონტრაქტის პირობებს არ დათანხმდება, ზაფხულში კლუბის დატოვება მოუწევს.

გავრცელებული ცნობებით, პარიზელები დონარუმას წლიურად 10 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლებმა შეთავაზებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. კლუბმა ეს მოთხოვნები არ მიიღო, რის გამოც მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს 2021 წელს შეუერთდა და წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამჟამად იტალიელ მეკარეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი