ესპანეთის ლა ლიგამ 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა (U23) ფეხბურთელად კატალონიის ბარსელონას 18 წლის შემტევი, ლამინ იამალი დაასახელა.
თინეიჯერმა ვარსკვლავმა შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა — ლა ლიგაში მან 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი იყო ასისტების მხრივ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლა ლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ასევე ბარსელონას დამრიგებელი, ჰანსი ფლიკი დაასახელა.