მოგეხსენებათ, ფარერების კუნძულთან დღეს გიორგი ლორიას სანაკრებო კარიერაში ბოლო მატჩი იყო.
ლორიას სანაკრებო კარიის დასრულებას სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი სპორტსმენი გამოეხმაურა, მათ შორის გიორგის თანაგუნდელი და ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანიც.
"ლორი, სამაგალითო ხარ როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი. მე მახსოვს დინამოში შენი პირველი ნაბიჯები და ვიცი, თუ როგორ დაიწყე, რა გზა გაიარე და რა შრომა გაქვს ჩადებული ამ რთულ გზაზე. (მახსოვს მამაშენიც, რომელიც ყველა შენს ვარჯიშს ესწრებოდა) შენ დაიმსახურე თავაწეულმა დატოვო ნაკრები. შენ ხარ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში დაამკვირდრა პროფესიონალიზმის და საქმისადმი მიდგომის ის სტანდარტი, რამაც შემდეგ თაობებს გაუადვილა წარმატების გზაზე დადგომა. იცოდე, რომ ჩვენ ვამაყობთ შენით!", - წერს გველესიანი.