17-წლიანი ისტორია დასრულდა - ვინ დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრები » სპორტის ხაზი

17-წლიანი ისტორია დასრულდა - ვინ დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრები

17-წლიანი ისტორია დასრულდა - ვინ დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრები
5-06-2025, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია. მასთან ერთად, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ უპასუხა, რომელიც 5 ივნისს, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს ჩაატარებს. 79-ე სანაკრებო შეხვედრაში გიორგი ლორია ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივრებს გუნდის კაპიტნის რანგში დაემშვიდობება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი