რონალდ კუმანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინააღმდეგია » სპორტის ხაზი

რონალდ კუმანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინააღმდეგია

რონალდ კუმანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინააღმდეგია
4-06-2025, 14:13
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი პრესასთან საუბარში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შესახებ მკაცრი პოზიციით გამოირჩა. პორტუგალიასთან ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნული ტურნირი გააკრიტიკა და მისი ჩატარება უადგილოდ მიიჩნია.

კუმანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბებისთვის ეს ტურნირი ფინანსურად მომგებიანია, ფეხბურთელებისთვის მასში მონაწილეობა მეტისმეტად დამამძიმებელია. „რთულია დაიჯერო, რომ ამ ტურნირის მოგება რომელიმე გამოცდილ მოთამაშეს განსაკუთრებულად გაუხარდება. ისინი უკვე უამრავ ტიტულს ფლობენ და მსგავსი დატვირთვები მხოლოდ მათი ჯანმრთელობის ფასად მიმდინარეობს,“ – განაცხადა ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა.

ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდება განახლებულ ფორმატში – ტურნირში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. შეჯიბრი აშშ-ში გაიმართება და 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაგრძელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი