'გამოსავალს ვეძებთ' - ბუდუ ზივზივაძე 'მოლ ფეჰერვარს' დიდი ალბათობით ზამთარში დატოვებს » სპორტის ხაზი

'გამოსავალს ვეძებთ' - ბუდუ ზივზივაძე 'მოლ ფეჰერვარს' დიდი ალბათობით ზამთარში დატოვებს

'გამოსავალს ვეძებთ'  - ბუდუ ზივზივაძე 'მოლ ფეჰერვარს' დიდი ალბათობით ზამთარში დატოვებს
8-12-2022, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

უნგრული კლუბი 'მოლ ფეჰერვარსი' ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის გაშვებას ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, როლანდ იუჰაშმა გაავრცელა.

"ვცდილობთ, ბუდუს კარიერა ლაფში არ ამოვსვაროთ და ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადავიყვნოთ. მასთან და მთავარ მწვრთნელთან არსებული სიტუაცია განვიხილეთ და გამოსავალს ვეძებთ თუ რა უნდა გავაკეთოთ."

მოგეხსენებათ 'მოლ ფეჰერვარსმა' ზივზივაძის გაშვება 'უიპეშტთან' განვითარებული მატჩის შემდეგ მოითხოვა - ქართველმა ფორვარდმა მოწინააღმდეგეს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგო სკამისკენ გაემართა და სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია. ამ სცენარს კი 'ფეჰერვარსის' გულშემატკივრებისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ამ შეხვედრის შემდეგ ქართველის გუნდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც გუნდში ზივზივაძე მეორე დააქვეითეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი