"ფეჰერვარის დუბლებში თამაშს არ ვაპირებ" - ბუდუ ზივზივაძე » სპორტის ხაზი

"ფეჰერვარის დუბლებში თამაშს არ ვაპირებ" - ბუდუ ზივზივაძე

"ფეჰერვარის დუბლებში თამაშს არ ვაპირებ" - ბუდუ ზივზივაძე
24-11-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და უნგრული ფეჰერვარის ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე სტუმრად იმყოფებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო კარიერაზე ისაუბრა:

"მე ახლა ფეჰერვარის მეორე გუნდში ვარ და რა თქმა უნდა, მსურს, რომ წავიდე, თანაც კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვე დარჩა. არ ვაპირებ, რომ ეს დრო მეორე გუნდში გავატარო. როგორც ვიცი, გუნდის ხელმძღვანელობას თავადაც უნდა, რომ გუნდი დავტოვო. ამიტომ ამ საკითხზე ჩემს მენეჯერთან ერთად ვმუშაობ და ალბათ, უახლოეს პერიოდში გადაწყდება, სად გავაგრძელებ კარიერას."

"არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული ისეთი არაფერია, რომ სერიოზულად დავფიქრდე და გადწყვეტილება მივიღო. თუმცა, სავარაუდოდ დეკემბრისთვის ყველაფერი გაირკვევა. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ფეჰერვარზე უკეთეს გუნდში და უკეთეს ჩემპიონატშიც გადავალ." – ბუდუ ზივზივაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი