დილას მწვრთნელი: "დინამოსთან მოგებათა სერია უნდა გავაგრძელოთ" » სპორტის ხაზი

დილას მწვრთნელი: "დინამოსთან მოგებათა სერია უნდა გავაგრძელოთ"

დილას მწვრთნელი: "დინამოსთან მოგებათა სერია უნდა გავაგრძელოთ"
28-05-2025, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის წინ, სადაც გორის დილა დინამო თბილისს შეხვდება, გორელთა დამრიგებელმა, რიკარდო კოშტამ კომენტარი გააკეთა.

დინამო თბილისი საკმაოდ ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითა დაკომპლექტებული და კარგი ტაქტიკური სქემით თამაშობს. მათ ჰყავთ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ მაღალი კლასის არაერთი ფეხბურთელი, ვფიქრობ, რომ რთული თამაში იქნება. მაგრამ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და იმედი მაქვს, მორიგ სამ ქულას მოვიპოვებთ.

უკვე ზედიზედ ოთხ მატჩში გავიმარჯვეთ და იმედია, ამ სერიას კვლავ განვაგრძობთ. ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და ამ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარება.

- ამბობს დილას პორტუგალიელი მწვრთნელი.

ცნობისთვის, დილას და დინამოს დაპირისპირება დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი