"ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს მათ ვუჭერ" - ზიდანმა თავისი არჩევანი საჯაროდ დააფიქსირა » სპორტის ხაზი

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს მათ ვუჭერ" - ზიდანმა თავისი არჩევანი საჯაროდ დააფიქსირა

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს მათ ვუჭერ" - ზიდანმა თავისი არჩევანი საჯაროდ დააფიქსირა
27-05-2025, 21:06
Aa Aa
გაზიარება:

31 მაისს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში — ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ინტერი დაუპირისპირდებიან.

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და სამგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა:

"პსჟ" თუ "ინტერი"? - ვინაიდან მარსელიდან ვარ, ჩემთვის ფრანგული გუნდის წარმატება მნიშვნელოვანი იქნება. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს პსჟ-ს ვუჭერ.“

ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო — 2016, 2017 და 2018 წლებში, მადრიდის "რეალთან" ერთად.

წინ ისტორიული დაპირისპირება გველის — ინტერი ტიტულის დაბრუნებას, ხოლო პსჟ პირველი ჩემპიონობის მოპოვებას ეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი