ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ - ტოვებს თუ არა სიმონე ინძაგი "ინტერის" თავკაცის პოსტს? » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ - ტოვებს თუ არა სიმონე ინძაგი "ინტერის" თავკაცის პოსტს?

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ - ტოვებს თუ არა სიმონე ინძაგი "ინტერის" თავკაცის პოსტს?
26-05-2025, 21:17
Aa Aa
გაზიარება:

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი თავის მომავალს კიდევ ერთხელ შეეხო. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიელ სპეციალისტს საუდის არაბეთის კლუბი "ალ-ჰილალი" ასტრონომიული შეთავაზებით აცდუნებს.

თუმცა ინძაგის თქმით, ამ ეტაპზე კარიერულ ცვლილებაზე ფიქრი მისთვის მიუღებელია, რადგან ერთადერთი რაზეც ფოკუსირებულია, ჩემპიონთა ლიგის ფინალია:

"ჩემს მომავალთან დაკავშირებული ჭორები? ინტერში ძალიან კარგად მიცნობენ, თქვენ კი, ალბათ, ნაკლებად. დიახ, არსებობს შემოთავაზებები იტალიიდან, საზღვარგარეთიდან, საუდის არაბეთიდანაც კი. ამ ეტაპზე ამაზე ფიქრი სიგიჟე იქნებოდა.

მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან და Oaktree-სთან. როგორც ყოველთვის, მატჩის მეორე დღეს ვისაუბრებთ. თუ საფუძველი იქნება, გავაგრძელებთ ჰარმონიაში.

დღეს ჩემს მომავალზე ლაპარაკი სიგიჟეა — მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვფიქრობთ"
— განაცხადა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. ინძაგის გუნდმა სერია A-ს სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთი ქულით ჩამორჩა "ნაპოლის".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი