"ახლა ყველა ლიგის ფინალის და ხვიჩას მოლოდინში ვართ" - ვლადიმერ გუცაევი » სპორტის ხაზი

"ახლა ყველა ლიგის ფინალის და ხვიჩას მოლოდინში ვართ" - ვლადიმერ გუცაევი

"ახლა ყველა ლიგის ფინალის და ხვიჩას მოლოდინში ვართ" - ვლადიმერ გუცაევი
24-05-2025, 13:51
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში კომენტარი ჩემპიონთა ლიგისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.

დღეს ფეხბურთში მთავარი თემა, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ასეთი დიდი ტურნირი არ არსებობს. მით უფრო იმის გამო, რომ ერთ-ერთ ფინალისტ გუნდში, პარი სენ-ჟერმენში ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და ყველა ამ თამაშის მოლოდინშია.

შეუძლებელია, ბარსელონას უყურო და ამ გუნდს არ გულშემატკივრობდე. ჩემთვის ეს საუკეთესო გუნდია და ველოდებოდით, რომ ფინალში გავიდოდა, მაგრამ გავიდა ინტერი – ასეთია ფეხბურთი.

- თქვა გუცაევმა.

შეგახსენებთ, რომ ლიგის ფინალი 31 მაისს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი