იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ინტერს“ უჭერს მხარს.
ტოტის თქმით, ფინალში ერთმანეთს ძლიერი გუნდები ხვდებიან და მან ტრადიციულად იტალიური კლუბის მხარდაჭერა არჩია. ასევე, მან ლუის ენრიკეზეც ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობით „რომაში“ 2011-2012 წლების სეზონში იმყოფებოდა.
„ლუის ენრიკე შესანიშნავი ადამიანია. რომში ადაპტაცია გაუჭირდა, მაგრამ ახლა პარიზში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები“, — განაცხადა ტოტიმ.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს ინტერი და პსჟ დაუპირისპირდებიან, 31 მაისს გაიმართება.