ლევერკუზენი ალონსოს ჩასანაცვლებლად ტენ ჰაგს დაუკავშირდა » სპორტის ხაზი

ლევერკუზენი ალონსოს ჩასანაცვლებლად ტენ ჰაგს დაუკავშირდა

ლევერკუზენი ალონსოს ჩასანაცვლებლად ტენ ჰაგს დაუკავშირდა
გუშინ, 22:18
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ჩაბი ალონსო გრანდიოზული თავგადასავლის შემდეგ ბაიერ ლევერკუზენს ტოვებს და ახალი სეზონიდან მადრიდის რეალს ჩაიბარებს.

ცხადია, ახალ სპეციალისტზე აქტიურად მუშაობს გერმანული კლუბი, რომელიც, როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ახლახანს ერიკ ტენ ჰაგს დაუკავშირდა.

მისივე თქმით, ნიდერლანდელი მწვრთნელი მოლაპარაკებებში ღიაა და თანხმობას აცხადებს, რომ სამომავლოდ ლევერკუზენი ჩაიბაროს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კიდევ ერთი ვარიანტი ჩავი ერნანდესი იყო, თუმცა ტენ ჰაგის დანიშვნა გაცილებით რეალური ჩანს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი