"თორნიკეზე გული ძალიან დამწყდა" - რა სურდა თემურ ქეცბაიას ოქრიაშვილისგან » სპორტის ხაზი

"თორნიკეზე გული ძალიან დამწყდა" - რა სურდა თემურ ქეცბაიას ოქრიაშვილისგან

"თორნიკეზე გული ძალიან დამწყდა" - რა სურდა თემურ ქეცბაიას ოქრიაშვილისგან
გუშინ, 21:05
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ გააკეთა.

როგორც ქეცბაია ამბობს, მას გული ძალიან დაწყვიტა იმ ფაქტმა, რომ ოქრიაშვილმა ევრო 2024-ზე ვერ ითამაშა:

ძალიან დამწყდა გული, რომ ოქრი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად არ იყო. სადმე კარგად რომ ეთამაშა და ფორმაში ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში წავიდოდა.

თორნიკე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მისგან თამაშებსა და ვარჯიშებზე აგდებული დამოკიდებულება არასდროს მახსოვს. ჩემთან ანორთოსისში 2 წელი თამაშობდა და მისგან მუდმივად კმაყოფილი ვიყავი.

- ამბობს ქეცბაია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი