მადრიდის "რეალი" მომდევნო სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს და დაცვის ხაზის გაძლიერების პროცესში მეორე ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა — დინ ჰაუსენი სამეფო კლუბის რიგებს შეუერთდა.
20 წლის ესპანელი მცველი, რომელმაც მიმდინარე სეზონი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ "ბორნმუთში" გაატარა, 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ჰაუსენი ბორნმუთში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მცველად ჩამოყალიბდა და მისი პროგრესი ტოპ-კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა.
"რეალმა" მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ფეხბურთელი ახალ სეზონში პირველ გუნდში მოსინჯავს ძალებს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მადრიდელებმა დაცვის გაძლიერების მიზნით კიდევ ერთი მაღალი დონის ტრანსფერი განახორციელეს — გუნდს ლივერპულის უნივერსალური უკანახაზელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდიც შეუერთდება.
"რეალის" ხელმძღვანელობა ახალი თაობის ჩამოყალიბებას მიზანმიმართულად აგრძელებს, რაც კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია — ახალგაზრდებზე ორიენტირებული და ტექნიკურად მრავალფეროვანი გუნდის შექმნა.