"სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ჩემპიონატში" - ლუკა გაგნიძე ფავორიტ ლიგებს ასახელებს » სპორტის ხაზი

"სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ჩემპიონატში" - ლუკა გაგნიძე ფავორიტ ლიგებს ასახელებს

"სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ჩემპიონატში" - ლუკა გაგნიძე ფავორიტ ლიგებს ასახელებს
17-05-2025, 18:29
Aa Aa
გაზიარება:

"კრილია სოვეტოვის" ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ევროპული კარიერისკენ იყურება. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი რუსულ პრესასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სურს, მომავალი კარიერა ტოპ-ჩემპიონატებში განავითაროს — განსაკუთრებით კი აინტერესებს ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის ლიგები.

"ვფიქრობ, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ევროპაში ძალების მოსინჯვა სასარგებლო იქნება. იქ მაღალი დონის შემსრულებლები თამაშობენ. პირადად მე ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატი მომწონს. ეს ტოპ-ლიგებია!“ — ამბობს გაგნიძე.

22 წლის ლუკამ პროფესიული კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, საიდანაც 2021 წელს რუსეთში, მოსკოვის "დინამოში" გადავიდა. მას შემდეგ სხვადასხვა კლუბში იჯარის წესით უასპარეზია, ახლა კი სამარის "კრილია სოვეტოვში" გამოდის.

გაგნიძე ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე გამოკვეთილი ხედვითა და ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა, რაც მას თანამედროვე ნახევარმცველისთვის აუცილებელ თვისებებს მატებს.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

გააჯვი მოღალატე

17 მაი 2025 22:15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი