Daily Mail: "ტაივო ავონი ხელოვნური კომიდან გამოვიდა" » სპორტის ხაზი

Daily Mail: "ტაივო ავონი ხელოვნური კომიდან გამოვიდა"

Daily Mail: "ტაივო ავონი ხელოვნური კომიდან გამოვიდა"
გუშინ, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ნოტინგემ ფორესტის ფეხბურთელ ტაივო ავონის ლესტერთან პრემიერ ლიგაში უიღბლო დღე ჰქონდა. ნიგერიელი ფორვარდი ერთ-ერთ ეპიზოდში ძელს შეეჯახა, რის შემდგაც ავონის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის შემდეგ ავონი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა და ზოგადად, ასეთი ოპერაციები ჯანმრთელობისთვის საშიშია, თუმცა ტაივომ ყველაფერი ჯანსაღად გადაიტანა და მის სიცოცხლეს ახლას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლესტერ სიტისთან ავონიმ მუცლის ღრუს მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა ახლა ის საავადმყოფოში ოჯახთან ერთადაა და რეაბილიტაციის პროცესიც დაწყებულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი