„ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა, კლუბისადმი ერთგულება და სრული მხარდაჭერა დაადასტურა. ჰოლანდიელი მცველი აცხადებს, რომ მისთვის მერსისაიდული გრანდი საუკეთესო ადგილია, სადაც თამაში შეუძლია.
„არ არსებობს ადგილი, სადაც თამაში ლივერპულზე მეტად მინდოდეს. წინ მნიშვნელოვანი ზაფხული გველის, მაგრამ მჯერა კლუბის ხელმძღვანელობის და იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც წინსვლისთვის აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, სწორი ტრანსფერებით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება,“ — განაცხადა ვან დაიკმა.
მისი პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა კლუბში რამდენიმე ცვლილება იგეგმება და ახალი ეტაპის დაწყებაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა უკვე მიიღო კლუბის დატოვების გადაწყვეტილება, ხოლო ვირჯილ ვან დაიკმა და მოჰამედ სალაჰმა კლუბში დარჩენა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.