მესიზე და მბაპეზე წინ - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება » სპორტის ხაზი

მესიზე და მბაპეზე წინ - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება

მესიზე და მბაპეზე წინ - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება
გუშინ, 12:49
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორების ათეული შეადგინა, რომლის სათავეშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

გამოცემის შეფასებით, კვარაცხელია გამორჩეულია არაორდინარული მოძრაობებითა და ტექნიკით, რამაც მას "ნაპოლიში" თამაშის პირველივე კვირებიდან დიდი ყურადღება და აღიარება მოუტანა. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ პირველ ორ მატჩშიც კი ფეხბურთელმა იმდენად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა, რომ გულშემატკივრები მას ლეგენდარულ დიეგო მარადონას ადარებდნენ და მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს — რაც, როგორც გამოცემა ხუმრობით აღნიშნავს, ნაწილობრივ მისი რთულად წარმოსათქმელი გვარის დამსახურებაც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" ჩემპიონობის შემდეგ პროგრესი ვერ შეინარჩუნა, ხვიჩა კვლავ ინდივიდუალურად მაღალი დონის თამაშით გამოირჩეოდა. იანვარში კვარაცხელია ფრანგულ გრანდში, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა და ახალ კლუბში შესანიშნავად მოერგო გარემოს. Givemesport ხაზს უსვამს მის გავლენას პსჟ-ს წარმატებაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლაში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად დაასახელა.

გამოცემის მიერ შედგენილი საუკეთესო დრიბლიორების ათეული ასე გამოიყურება:

1 ხვიჩა კვარაცხელია.
2 რაიან შერკი.
3 ჯამალ მუსიალა.
4 ვინისიუს ჟუნიორი.
5 უსმან დემბელე.
6 ლიონელ მესი.
7 ლამინ იამალი.
8 დეზირე დუე.
9 ნიკო უილიამსი.
10 კილიან მბაპე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი