კილიან მბაპემ რეალის სადებიუტო სეზონში გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა » სპორტის ხაზი

კილიან მბაპემ რეალის სადებიუტო სეზონში გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

კილიან მბაპემ რეალის სადებიუტო სეზონში გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა
გუშინ, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ამავე კლუბის სადებიუტო სეზონში გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

ფრანგ შემტევს არ გასჭირვებია რუდ ვან ნისტელროისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამოტოვება, რომლებმაც რეალის პირველ სეზონში 33-33 გოლი გაიტანეს.

მბაპესთვის მთავარი მიზანი ივან სამორანოს ჩამოტოვება გახლდათ, რომელიც 37 გოლით პირველ ადგილს იკავებდა, მბაპეს კი ახლა 39 ბურთი აქვს გატანილი, რაც რეალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი