"ბილბაო" გაანადგურეს - "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის ფინალში გავიდა » სპორტის ხაზი

"ბილბაო" გაანადგურეს - "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის ფინალში გავიდა

"ბილბაო" გაანადგურეს - "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის ფინალში გავიდა
დღეს, 01:07
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 8 მაისს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე, ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ბილბაოს" უმასპინძლა და 4:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ესპანელები შეხვედრას 31-ე წუთზე, იარეგიზარის გატანილი გოლის წყალობით იგებდნენ, თუმცა ყველაფერი, 72-ზე წუთზე მაუნტის ზუსტი დარტყმის წყალობით შეიცვალა, რომელსაც 79-ე წუთზე კაზემიროს, 85-ზე კი ჰოილუნდის გოლი მოჰყვა, რომელიც 90+1 წუთზე თავად მეისონ მაუნტმა დააგვირგვინა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა კლუბებს შორის 3:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში 7:1-ია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი