"ჩვენი ბიჭები ფინალში" - რას წერენ ნეაპოლელები კვარასა და ფაბიან რუისზე » სპორტის ხაზი

"ჩვენი ბიჭები ფინალში" - რას წერენ ნეაპოლელები კვარასა და ფაბიან რუისზე

"ჩვენი ბიჭები ფინალში" - რას წერენ ნეაპოლელები კვარასა და ფაბიან რუისზე
დღეს, 01:18
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი პარი სენ-ჟერმენსა და არსენალს შორის, რომელიც კვარას გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო და ტურნირის ფინალში გავიდა!

პსჟ-ის გამარჯვება განსაკუთრებულად აღნიშნა ნეაპოლურმა გვერდმა, კერძოდ Spazionapoli-მ, რომელმაც პარიზული გუნდიდან თავისი ორი ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია.

ნეაპოლელებმა გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას და ფაბიან რუისს მიულოცეს, რომლებიც სხვადასხვა დროს ნაპოლის ღირსებას იცავდნენ.

სხვათა შორის, ნეაპოლურ გვერდებზე ამ თემის შესახებ ხალხი უკვე აქტიურად წერს. მათი თქმით, კვარა და რუისი ნაპოლის საქმეს ჩემპიონთა ლიგიდან გააკეთებენ, იმ ნაპოლის, რომელსაც სერია A-ზე კონცენტრირებული ინტერი ახლა სულ არ სჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი