დღეს, 23:00 საათზე პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას შეეცდება, სადაც გუშინ ინტერი კვალიფიცირდა.
მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ცნობილი გახდა თუ როგორი შემადგენლობა დააყენა ლუის ენრიკემ.
ფრანგებისთვის კარგი ამბავია, რომ უსმან დემბელე გამოჯანმრთელდა, რომ ენრიკემ მისი ძირითადში დაყენება არ გარისკა და დემბელე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, კვარაცხელია, დუე, ბარკოლა.