ფლიკმა ფეხბურთელები დაასვენა, თუმცა ნაწილი ვარჯიშზე მაინც გამოცხადდა » სპორტის ხაზი

ფლიკმა ფეხბურთელები დაასვენა, თუმცა ნაწილი ვარჯიშზე მაინც გამოცხადდა

ფლიკმა ფეხბურთელები დაასვენა, თუმცა ნაწილი ვარჯიშზე მაინც გამოცხადდა
7-05-2025, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე მაყურებელმა ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იხილა. მილანის ინტერმა ბარსელონა სახლში 4:3 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

მტკინვეული მარცხის შემდეგ ჰანსი ფლიკმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებისთვის 1-დღიანი განტვირთვის დღე მიეცა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ვარჯიშზე მაინც გამოცხადდა.

ფრენი დე იონგი, პედრი გონსალესი, ლამინ იამალი, ვოიცეხ შესნი და ფერან ტორესი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც დასვენებაზე უარი თქვეს და ბარსელონას ქომაგთა გული კიდევ უფრო მოიგეს.

მიუხედავად ლიგიდან გამოვარდნისა, ბარსელონას ამ სეზონში საბრძოლველი ჯერ კიდევ აქვს. გუნდს ლა ლიგა აქვს მოსაგები, თუმცა წინ ელ კლასიკო გველის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი