"არ გავჩერდებით, სანამ ბარსა ევროპული ფეხბურთლის მწვერვალზე არ იქნება" - იამალი » სპორტის ხაზი

"არ გავჩერდებით, სანამ ბარსა ევროპული ფეხბურთლის მწვერვალზე არ იქნება" - იამალი

"არ გავჩერდებით, სანამ ბარსა ევროპული ფეხბურთლის მწვერვალზე არ იქნება" - იამალი
7-05-2025, 12:29
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" ვინგერმა, ლამინე იამალმა გულშემატკივრებს ემოციური წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან მილანის "ინტერთან" მარცხით გავარდა.

მიუხედავად მძიმე იმედგაცრუებისა, იამალი აცხადებს, რომ ეს სვლა მხოლოდ დასაწყისია და "ბარსას" ევროპულ ელიტაში დაბრუნებისთვის ბრძოლა გაგრძელდება.

ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ "ბარსა" თავის ისტორიულ ადგილს — ევროპული ფეხბურთის მწვერვალს არ დაიბრუნებს,“ — წერს იამალი სოციალურ ქსელში. — „ჩემი პირობა უცვლელია: ჩემპიონთა ლიგა ბარსელონაში დაბრუნდება.

ყველაფერი გავაკეთეთ - წელს ის არ მოხდა, რაც გვსურდა, მაგრამ საუკეთესოები დავბრუნდებით, ეჭვი არ შეგეპაროთ.

კვირას კიდევ ერთ ფინალი გვაქვს, ყველას გვჭირდება, რომ ერთად ვიყოთ. გაუმარჯოს ბარსას, კულეებო.
”, - წერს იამალი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი