ბრაზილიელი ჟურნალისტის, გალვაუ ბუენოს ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ ბრაზილიამ და რუსეთმა ერთმანეთში ამხანაგური მატჩი გამართონ.
როგორც ირკვევა, საამისო მზაობა რუსებს უკვე აქვთ. მათ მოწვევა სამხრეთ ამერიკელებს უკვე გაუგზავნეს და პასუხის მოლოდინში არიან.
ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსეთს არა ერთი, არამედ ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება სურს. აქედან ერთი ოქტომბერში უნდა შედგეს, მეორე კი ნოემბერში.
რაც შეეხება მასპინძელ ქვეყანას, ეს რუსეთი იქნება. სავარაუდოდ, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას მსგავსი ტიპის მატჩების ჩატარება სახელის აღსადგენად სჭირდება.