დღეს ლეგენდარული ოქროს თაობის უნივერსალი ფეხბურთელის, სპორტის ოსტატის და ღირსების ორდენის კავალერის - ბორის სიჭინავას 90-ე დაბადების დღეა. ათი სეზონის მანძილზე (1958-1967) იცავდა ბორია სიჭინავა დინამოს ფერებს.
"დინამოში" ჩატარებულ 313 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. სსრკ-ს ჩემპიონი 1964 წელს და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში. 1994-1995 წლებში იყო "დინამო თბილისის" მწვრთნელი.
ბორის სიჭინავა 2011 წლის 17 მაისს გარდაიცვალა.