ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და ყოფილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე როი კინი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ლონდონის „არსენალი“ და „ბარსელონა“ შეხვდებიან.
„ეს ფინალი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია. ნახეთ, როგორ ითამაშეს „არსენალის“ ბიჭებმა „რეალთან“ — სრული დომინაცია! უბრალოდ წალეკეს ისინი. რაც შეეხება „ბარსელონას“, ამ გუნდის თამაშს სიტყვებით აღწერა რთულია — დიდებული ფორმაში არიან,“ — ამბობს კინი ბრიტანულ გამოცემა Evening Standard-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს, 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მეორე ნახევარფინალში კი „ბარსელონა“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება და ფინალის კიდევ ერთი მონაწილე სწორედ ამ მატჩით გაირკვევა.