„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ოპტიმისტურად აფასებს ერლინგ ჰოლანდის გამოჯანმრთელების პროცესს და მომავალ სეზონზე მის მოტივაციაზე საუბრობს.
„ერლინგ ჰოლანდის ტრავმა იკურნება და ის სულ იყო ჩართული გუნდის პროცესებში,“ — განაცხადა გვარდიოლამ.
„როგორც ჩანს, მას შეუძლია კიდევ 10 წელი ითამაშოს უმაღლეს დონეზე, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მოხვედრა მასზე მეტად არავის უნდა.“
ჰაალანდმა მიმდინარე სეზონში არაერთი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, თუმცა "სიტის" გულშემატკივრებისთვის ეს სიტყვები იმედისმომცემია — ნორვეგიელი ბომბარდირი მალე სავარაუდოდ მოედანზე დაბრუნდება და კვლავ გამოიჩენს თავს.