მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩავარდნილ სეზონზე ისაუბრა.
"ამ სეზონში ძველებურ სიტის ვეღარ ვიხილავთ, ის ზედმეტად ძლიერი და კარგი იყო, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით..
ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ამ სეზონში ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება", - განაცხადა გვარდიოლამ.
ცნობისთვის, 27 ტურის შემდეგ მანჩესტერ სიტი 47 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.