სერჟიო კონსეისაოს მიერ გაწვრთნილმა "მილანმა" ჯუზეპე მეაცაზე "ინტერს" დიდი ანგარიშით, 3:0 სძლია და "კოპა იტალიას" ფინალში გავიდა.
დუბლი სტუმართა სერბი თავდამსხმელის, ლუკა იოვიჩის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარის აღება 36-ე და 49-ე წუთებზე შეძლო.
მესამე გოლის ავტორი კი ნიდერლანდელი ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსია.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 1:4-ია
"როსონერო" ფინალში მეტოქის გასაგებად 24 აპრილს, 23:00-ზე გასამართ "ბოლონიასა" და "ემპოლის" დაპირისპირებას დაელოდება.