ჟოზე მოურინიოს ნაკრებში კვლავ ეპატიჟებიან - პორტუგალიელმა ბრაზილია უკვე უარყო » სპორტის ხაზი

ჟოზე მოურინიოს ნაკრებში კვლავ ეპატიჟებიან - პორტუგალიელმა ბრაზილია უკვე უარყო

ჟოზე მოურინიოს ნაკრებში კვლავ ეპატიჟებიან - პორტუგალიელმა ბრაზილია უკვე უარყო
გუშინ, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

ჟოზე მოურინიო კვლავ სათაურებშია — ამჯერად საქმე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას ეხება.

თურქული "ფენერბახჩეს" თავკაცი, რომელსაც გამორჩეული კარიერა და დიდი სახელი აქვს, პორტუგალიის ნაკრების შესაძლო მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე განიხილება.

CNN Portugal-ის ინფორმაციით, ფედერაციის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ მოურინიოს და აქტიურად განიხილავენ მის კანდიდატურას. მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მარტინესმა ერთა ლიგაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზაფხულში მისი წასვლა მაინც თითქმის გადაწყვეტილად მიიჩნევა, რაც ფედერაციას ახალი ვარიანტების ძიებისკენ უბიძგებს.

ცნობისთვის, "განსაკუთრებულმა" ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ნაკრების შეთავაზება უარით გაისტუმრა.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი