მცირედი ჩავარდნის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ძველი ფორმა დაიბრუნა და კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.
როგორც ესპანური და ბრიტანული გამოცემები ირწმუნებიან, მერსესაიდელებმა მამარდაშვილის ინგლისისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
საქმე იმაშია, რომ ქართველი კიპერი ლივერპულის წარმომადგენლებთან ხშირ კონტაქტშია და გიორგის ესპანეთში სწორედ ისინი ავარჯიშებენ.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ლივერპულს ახალი სეზონის სტარტზე შეუერთდება.