ქუთაისის ტორპედოს შოტლანდიური რეინჯერსის ყოფილი კაპიტანი, კრეიგ მური ეწვია, რომელსაც კარიერაში კიდევ ბევრ ცნობილ კლუბში აქვს ნათამაშები.
მური შეხვდა ტორპედოს ფეხბურთელებს, გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება, დაესწრო იმერული კლუბის შეხვედრას და მოთამაშეებს წარმატებები უსურვა.
ქუთაისის ტორპედოს შესახებ ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერი კლუბია, რომლის მიზანია უკეთეს დონეზე გადასვლაა. მოვინახულე გუნდის ბაზა, სადაც სერიოზული სამუშაოა გაწეული – შექმნილია ძალიან კარგი აკადემია. კლუბს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ გრძელვადიანი გეგმებიც აქვს და ეს პროექტი უკვე განხორციელების პროცესშია.
უკვე ერთი წელია, ტორპედოს აქტიურად ვაკვირდები. მქონია კომუნიკაცია ქართველ აგენტ ზაზა დიდბერიძესთან, რომლის წყალობითაც კლუბის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამაჩნია. ვიცი, რომ გასულ სეზონში ტორპედომ მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ახლა მიზანი ჩემპიონობაა. გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონი პოზიტიური იქნება.
ფეხბურთელობის დროს გამიმართლა და შოთა არველაძესთან ერთად რეინჯერსში ვითამაშე – ის საოცარი ტალანტი იყო, ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი. ასევე, იმ გუნდის წევრი იყო ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. მასთან ხშირად ვკონტაქტობ.
დღეს საფეხბურთო აგენტად ვმუშაობ, ვაკვირდები მსოფლიოს ჩემპიონატებს და ვეძებ ტალანტებს. ქართული ფეხბურთი პროგრესირებს და ძალიან საინტერესოა – მას ნამდვილად შეუძლია ძლიერი მოთამაშეების მიწოდება ევროპული დონის ჩემპიონატებისთვის.
- თქვა მურმა.