ქუთაისის ტორპედო სოციალურ ქსელში გიორგი კოხრეიძის შესახებ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს:
Sofascore-ს მიხედვით გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ყველაზე მაღალი, 8.8 შეფასებით გიორგი კოხრეიძეა.
გოლი და საგოლე გადაცემა “დინამოსთან”. ტურის სიმბოლურ გუნდში ასევე ფილიპ კლიაიჩი და საბა კვერკველია არიან.
- წერს ტორპედო.
გიორგი კოხრეიძეს ეროვნული ლიგის 8 თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.