ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე რეალ მადრიდის დამარცხების შემდეგ ორივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დეკლან რაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"როგორც კი არსენალში კონტრაქტი გავაფორმე, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს გუნდი წინსვლის გზაზე იდგა. მგონია, რომ მომავალ წლებში დიდ წარმატებებს მივაღწევთ - ამ მწვრთნელითა და მოთამაშეების ამ უნიკალური ნაზავით", - განაცხადა რაისმა.
ცნობისთვის, ნახევარფინალში არსენალის მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ იქნება.