საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში თამაშის შესახებ კომენტარს აკეთებს.
შესანიშნავად ვთამაშობთ, ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე ვართ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით. ხუთშაბათს „ოლდ ტრაფორდზე“ ევროპალიგის მეოთხედფინალი გველის. პირველი მატჩი ლიონში წარმატებულად ჩავატარეთ, გუნდური ფეხბურთის თავლსაზრისით სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო.
რაც შეეხება „ოსერთან“ გატანილ პენალტს – ალექსანდრე ლაკაზეტი პირველი შემსრულებელია, მაგრამ მან დარტყმის უფლება დამითმო. ცოტა ხანში მას საგოლე გადაცემა გავუკეთე. ერთმანეთს ვეხმარებით და ამით სიამოვნებას ვიღებთ. კარიერაში რამდენიმე გუნდში ვიყავი, მაგრამ ასეთი რამ პირველად ვნახე. როცა „ლიონში“ გადმოვედი, ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა. თავიდან საუკეთესო თამაშს ნამდვილად ვერ ვაჩვენებდი. მაგრამ დრო გავიდა და თავს სულ უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ. ეს თამაშებზეც ისახება.
- თქვა მიქაუტაძემ.