პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში მანჩესტერ სიტის მეკარე ედერსონმა მიმდინარე სეზონში მე-4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კარიერულად ეს ბრაზილიელისთვის პრემიერ ლიგაში მე-7 საგოლე გადაცემა აღმოჩნდა, რაც ჩემპიონატის ისტორიაში მეკარეებში საუკეთესო მაჩვენებელია.
ცნობისთვის, 31 წლის მეკარესა და მანჩესტერ სიტის შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება.