ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალების პირველი წრე ოფიციალურად დასრულდა და შეიძლება ითქვას, რომ რეალური ინტრიგა მხოლოდ ერთ წყვილშია დარჩენილი.
ბარსელონამ დორტმუნდს 4:0 მოუგო და თუ რამე სასწაული არ მოხდა, მაშინ ფლიკის გუნდი ნახევარფინალში გავა. პრაქტიკულად იგივე ითქმის არსენალისა და რეალის დაპირისპირებაზეც, სადაც მადრიდელებს 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ.
საქმის დიდი ნაწილი შესრულებული აქვს კვარას პარი სენ-ჟერმენსაც, რომელმაც ასტონ ვილას 3:1 აჯობა და ინგლისში თავდაჯერებული მიდის. აი, რაც შეეხება ინტერისა და ბაიერნის მეორე თამაშს, აქ გადაწყვეტილი არაფერია, რადგან ბაიერნს ხელს მინიმალური სხვაობით გამარჯვებაც აძლევს, რათა შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანოს.
პირველი წრის თამაშების შემდეგ, OPTA-მ ლიგის მთავარ ფავორიტად არსენალი დაასახელა, შემდეგ კი ბარსელონა და პსჟ მოდიან.