რეალ მადრიდის 26 წლის შემტევმა კილიან მბაპემ ოქროს ბურთის და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ოქროს ბურთი თუ ჩემპიონთა ლიგა? მაინც ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი, რადგან მისია რეალ მადრიდთან ერთად ტიტულების მოგება და ისტორიაში ჩაწერაა", - განაცხადა მბაპემ.
ცნობისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში თავი 7 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.