რატომ არ აღნიშნა გავიმ ბეტისის კარში გატანილი გოლი » სპორტის ხაზი

რატომ არ აღნიშნა გავიმ ბეტისის კარში გატანილი გოლი

რატომ არ აღნიშნა გავიმ ბეტისის კარში გატანილი გოლი
6-04-2025, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩვენი დროით 23:00 საათზე ბარსელონამ ბეტისს უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, - 1:1.

კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი პაბლო გავიმ გაიტანა, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად გატანილი ბურთი არ იზეიმა, რასაც თავისი ახსნა აქვს.

საქმე ისაა, რომ ბარსელონას აკადემიაში გადასვლამდე გავი სწორედ ბეტისის აკადემიაში თამაშობდა, თანაც 2 სეზონით, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს სევილიელებთან კარგი მოგონებები აკავშირებს.

გავიმ მძიმე ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ლა ლიგაში 18 შეხვედრა ითამაშა. სხვათა შორის, ეს მისთვის პრიმერაში ტრავმის შემდეგ პირველი გოლი იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი