სერბეთიც დამარცხებულია - ახალგაზრდულმა თურქულ შეკრებაზე ორიდან ორი მოიგო » სპორტის ხაზი

სერბეთიც დამარცხებულია - ახალგაზრდულმა თურქულ შეკრებაზე ორიდან ორი მოიგო

სერბეთიც დამარცხებულია - ახალგაზრდულმა თურქულ შეკრებაზე ორიდან ორი მოიგო
25-03-2025, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრები, ანტალიაში, ტიტანიკ დელუქსის სპორტული ცენტრის მოედანზე, სერბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე, 2-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში, ახალგაზრდული ნაკრების და ბაზელის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ მე-11 წუთზე გახსნა. 28-ე წუთზე, სტუმრებმა პენალტით გაათანაბრეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს, თორნიკე მორჩილაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი "პანენკად" აქცია და ახალგაზრდული დააწინაურა - 2:1.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ირაკლი იაკობიძემ დააფიქსირა, როდესაც სტანდარტული სიტუაციის დროს, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი ალეკსა ტოდოროვიჩის კარში ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტესტ-მატჩში, ახალგაზრდულმა, ჩვენი გუნდის მსგავსად ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი უხვგოლიან დაპირისპირებაში - 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი