მადრიდის რეალმა ბაიერნიდან ფეხბურთელის დამატებაზე ზამთარში უარი თქვა » სპორტის ხაზი

მადრიდის რეალმა ბაიერნიდან ფეხბურთელის დამატებაზე ზამთარში უარი თქვა

მადრიდის რეალმა ბაიერნიდან ფეხბურთელის დამატებაზე ზამთარში უარი თქვა
23-03-2025, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალმა ბაიერნიდან ზამთარში ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა.

გამოცემის მტკიცებით, სამეფო კლუბს შეეძლო, რომ იოზუა კიმიხი თებერვალში უფასო აგენტის სტატუსით დაემატებინა, თუმცა გუნდში ტრანსფერის განხორციელება არ ისურვეს.

სხვათა შორის, თავად კიმიხსაც აქვს ნათქვამი, რომ სხვა კლუბში წასვლას ისედაც არ აპირებდა, რადგან მისი მიზანი ბაიერნში დარჩენა და გერმანულ კლუბთან კონტრაქტის განახლებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი