გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან ფლეტენბერგის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო სიაში რამდენიმე გამორჩეული ფორვარდია შეყვანილი.
მანჩესტერ იუნაიტედი შეტევის გაძლიერებაზე აუცილებლად იზრუნებს და ბაზარს აქტიურად აკვირდება. ზოგიერთ სამიზნესთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მათ სიაში ეკიტიკე, შეშკო, ოსიმენი და გიოკერეში არიან.
- წერს ჟურნალისტი.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, პოლ სქოულზმა აღნიშნა, რომ რუბენ ამორიმს ყველაფერი წინ აქვს და მისთვის რამდენიმე ტრანსფერი უნდა გაკეთდეს კიდეც.
სავარაუდოდ, ამ სიიდან იუნაიტედი რომელიმეს შეიძენს და ახალი ეპოქაც დაიწყება.