გუშინ, ევროპალიგის 1/8 ფინალში ლიონმა სტიაუა 4:0 დაამარცხა და ქართველ შემტევს, გიორგი მიქაუტაძეს ფენომენალური შეხვედრაც ჰქონდა.
მიქაუტაძემ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და მოგვიანებით, ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
"მთავარია ასე თამაში გავაგრძელოთ, რადგან გულშემატკივრები ჩვენს გვერდით არიან და გამარჯვებებს იმსახურებენ. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, მანჩესტერში მოსაგებად ჩავალთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.